მე და ირაკლი ბაკურიანში, კოხტა გორის წვერზე ვიყავით თხილამურებით. ჩვენ დაშვებისთვის ვემზადებოდით. წვერიდან ხელისგულივით მოჩანდა ბაკურიანი, და ნაცრისფერი ნისლით დაფარული მთები. ცა მოღრუბლული იყო, ჰაერი კი ცივი და სუფთა.
-აბა წავედით.-მითხრა ირაკლიმ.
-იცოდე თუ პირველი მივალ ფინიშთან ერთ „სნიკერსს“ მიყიდი.
-კარგი მაგრამ მე თუ მივალ პირველი, შენ ერთ „რედბულს“ მიყიდი, მოსულა?
-მოსულა.-ვთქვი ეს და ორივე სრიალით დავეშვით კოხტის დაღმართზე. დაღმართი ბორცვებით სავსე იყო, ამიტომ ხშირი მოხვევები მჭირდებოდა, მოხვევები კი სიჩქარეს მაკარგვინებდა. ირაკლი ცოტათი მისწრებდა, ამიტომ მარცხნივ, ხეებისკენ სწორ და ძალიან დამრეც გზაზე გადავედი და დიდი სიჩქარე ავკრიფე. ჰაერი სახეში მეცემოდა, ისეთი სიჩქარით მივდიოდი როგორც რაკეტა კოსმოსში. ჩემში ადრენალინი მატულობდა. მალე პლატოზე ჩავედი. ირაკლის ვეღარ ვხედავდი როგორც ჩანდა ის ჩემზე ბევრად უკან იყო. პლატოს დაღმართი მოხვევების გარეშე ჩავიარე და მალე ფინიშთანაც მივედი (ფინიში საბაგიროს დასაწყისი იყო) მე გაჩერებისთვის მკვეთრად მოვუხვიე. მ
...
კითხვის გაგრძელება »