ორშაბათი, 2024-04-29, 6:05 PM
wWw.GeoSite.Ge
Registration
Login
With GeoSite.Ge
Welcome სტუმარო | RSS
საიტის ნავიგაცია
 გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
მონაწილეთა რაოდენობა: 145
მე და ირაკლი ბაკურიანში, კოხტა გორის წვერზე ვიყავით თხილამურებით. ჩვენ დაშვებისთვის ვემზადებოდით. წვერიდან ხელისგულივით მოჩანდა ბაკურიანი, და ნაცრისფერი ნისლით დაფარული მთები. ცა მოღრუბლული იყო, ჰაერი კი ცივი და სუფთა.
-აბა წავედით.-მითხრა ირაკლიმ.
-იცოდე თუ პირველი მივალ ფინიშთან ერთ „სნიკერსს“ მიყიდი.
-კარგი მაგრამ მე თუ მივალ პირველი, შენ ერთ „რედბულს“ მიყიდი, მოსულა?
-მოსულა.-ვთქვი ეს და ორივე სრიალით დავეშვით კოხტის დაღმართზე. დაღმართი ბორცვებით სავსე იყო, ამიტომ ხშირი მოხვევები მჭირდებოდა, მოხვევები კი სიჩქარეს მაკარგვინებდა. ირაკლი ცოტათი მისწრებდა, ამიტომ მარცხნივ, ხეებისკენ სწორ და ძალიან დამრეც გზაზე გადავედი და დიდი სიჩქარე ავკრიფე. ჰაერი სახეში მეცემოდა, ისეთი სიჩქარით მივდიოდი როგორც რაკეტა კოსმოსში. ჩემში ადრენალინი მატულობდა. მალე პლატოზე ჩავედი. ირაკლის ვეღარ ვხედავდი როგორც ჩანდა ის ჩემზე ბევრად უკან იყო. პლატოს დაღმართი მოხვევების გარეშე ჩავიარე და მალე ფინიშთანაც მივედი (ფინიში საბაგიროს დასაწყისი იყო) მე გაჩერებისთვის მკვეთრად მოვუხვიე. მ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 8753 | დაამატა: crazygio | თარიღი: 2008-12-13 | კომენტარი (42)

ოთახში საწოლზე ვიწექი და ფიქრებს მივცემოდი. შენ თავისუფალი ხარ ვეუბნებოდი ჩემს თავს. აღარ მოგიწევს დილაუთენია სკოლაში წასვლა, უკან დაბრუნებულს კი გაკვეთილების მეცადინეობა. დაიწყო სანატრელი არდადეგები დატკბი თავისუფლებით. ამიერიდან სამი თვის განმავლობაში შეგიძლია გააკეთო ის რაც გინდა, თუნდაც ახლა დაიძინე განა ვინმე დაგიშლის? და ადრინდელივით ყვირილს დაგიწყებს “ადექი რა დროს ძილია წადი გაკვეთილები იმეცადინეო?”არა ახლა შენ ამას არავინ გეტყვის.
გავიფიქრე ეს და დასაძინებლად მოვეწყვე, ის-ის იყო ჩამთვლიმა რომ ზედა სართულიდან ბურღის ხმა მომესმა. მალე მას ჩაქუჩის კაკუნიც დაემატა.
როგორც ჩანდა ბინა რომელშიც ადრე ბერიძეები ცხოვრობდნენ გაყიდულიყო, ახალ მეპატრონეს კი რემონტი დაეწყო. მაგრამ რაღა ახლა? როცა ხელს არაფერი მიშლიდა მშვიდი ძილისთვის. არა, მაინც რა დავაშავე ასეთი? თავზე ბალიში დავიდე მაგრამ ხმაურმა იქაც შემოაღწია. რამდენიმე წუთი ასე ვიწვალე, ბოლოს კი მივხვდი რომ ძილი არ მეღირსებოდა.
გაბრაზებულმა ეზოსკენ გავწიე, რათა მეგობრები მენახა. კიბეზე ჩასვლა დამეზარა ამიტომ ლიფტი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1842 | დაამატა: crazygio | თარიღი: 2008-06-19 | კომენტარი (9)

გაჩერებაზე ვიდექი. ცა იღრუბლებოდა, მე კი ავტობუსს ველოდებოდი. სულ მალე ჩემს ხელს წვიმის უფერული წვეთი დაეცა. ცოტა ხანში კი ნაცრისფერი ასფალტი ისეთივე უფერული წვეთებით დაიფარა და შავად ალაპლაპდა. ზოგმა ქოლგა გაშალა, ზოგმაც ახლომდებარე მაღაზიას შეაფარა თავი. მე კი არც ქოლგა მქონდა და რატომღაც არც სადმე თავის შეფარებისთვის მიფიქრია. ორიოდე წუთში კი ქოლგიანებიც თვალს მიეფარნენ. დარწმუნებული ვიყავი რომ წვიმის სურნელით გაჟღენთილ ქუჩაში მხოლოდ მე ვიდექი, მაგრამ გვერდზე რომ მივიხედე მივხვდი რომ ეს ასე არ იყო. ჩემს გვერდით ერთი ფერდაკარგული გოგონა იდგა. ასე 15,16 წლისა იქნებოდა. აქამდე შემეძლო დამეფიცა რომ იქ არავინ იყო, მაგრამ არც ის ვიცი საიდან გაჩნდა ეს გოგო, გოგო რომელსაც თავი ჩაეღუნა და რაღაცაზე ფიქრობდა. რომ შეგეხედათ გეგონებოდათ ის ჩვენს სამყაროს არ განეკუთნებოდაო. ჩაცმულობითაც განსხვავდებოდა. ფეხზე შავი წვეტიანი ფეხსაცმელები ეცვა, მუხლებს ყავისფერი ქვედაბოლო უფარავდა, ტანზე კი თეთრი ბლუზა ემოსა. გამიკვარდა რადგან წესით დღევანდელ თინეიჯერს ჯინსები და კედები უნდა ცმოდა. გოგონას თმები და მ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1438 | დაამატა: crazygio | თარიღი: 2008-06-19 | კომენტარი (1)

გაჩერებაზე ვიდექი და ავტობუსს ველოდებოდი. მზე ისე აცხუნებდა რომ მეგონა დავდნებოდი. მაგრამ საბედნიეროდ ავტობუსი გამოჩნდა. იქ რომ ავედი გავიფიქრე ნეტავ სულ არ ამოვსულიყავი თქო, რადგან იქაურობა ხალხით იყო სავსე. ის იყო დაიძრა ავტობუსი რომ ვიგღაც გოგოს კალთაში აღმოვჩნდი.
_უკაცრავად._ვუთხარი მას და უმალვე ავდექი, თან სირცხვილისგან გავწითლდი.
_არაუშავს._მითხრა გოგომ რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა. მას რომ შევხედე უცნაური გრძნობა დამეუფლა. არვიცი რა იყო ეს, თითქოს გულში რაღაც გრძნობამ გაიღვიძა რომელიც წლების მანძილზე მიძინებული ყოფილიყო. გული ამ გრძნობით აივსო, შემდეგ მთელს ჩემს სხეულს მოედო და ერთიანად ამაძაგძაგა. ეს გრძნობა ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი იყო. სიმართლე გითხრათ არასდროს მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. უცებ ჩემდა მოულოდნელად გოგოს ვკითხე.
_რა გქვია?
_მარი შენ?
_მე გიო. ისე გამიხარდა მისი სახელის გაგება, თითქოს სამყაროს ახალი საოცრება აღმომეჩინოს.
_რამდენი წლის ხარ?_დავინტერესდი მე.
_თექვსმეტის შე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1910 | დაამატა: crazygio | თარიღი: 2008-02-24 | კომენტარი (9)

 
 
ფორუმში შესვლა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ძებნა
ჩათი

 


სტატისტიკა

| Copyright MyCorp © 2024 | |