პარასკევი, 2024-05-17, 0:19 AM
wWw.GeoSite.Ge
Registration
Login
With GeoSite.Ge
Welcome სტუმარო | RSS
საიტის ნავიგაცია
 გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
მონაწილეთა რაოდენობა: 145
არ იტირო

თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობდა ორი შეყვარებული. მათი ეს გრძნობა ძლიერი იყო. ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეეძლოთ. იკა და მარი აფანატებდნენ “განსების’ არ იტიროზე ერთად ისხდნენ და საათობით უსმენდნენ ამ მუსიკას. უბანში მათი სიყვარულის შურდათ.
ერთ უბედურ დღეს იკა ავარიაში მოყვა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მარი ღამეებს უთენებდა და ცრემლი მოსდიოდა მის შემხედვარეს. მდგომარეობა რთული აღმოჩნდა. იკა ერთი თვის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ, მაინც ცუდად იყო. იგი გრძნობდა, რომ მარისაც განტვირთვა ესაჭირებოდა. მაშინ იკამ ურჩია, რომ ცოტა ხნით კლუბში წასულიყო მეგობრებთან ერთად. მარის გული კლუბისკენ მიუწევდა. ისიც გულის ხმას მიჰყვა. ალბათ ეს გადაწყვატილება იყო მათ სიყვარულში საბედისწერო.
კლუბს “ტროპიკანკა”ერქვა.მისი აბრა წითლად ანათებდა. და ხალხს მისკენ იზიდავდა. შესვლისთანავე მარიმ ცეკვა დაიწყო.მალე ისე შევიდა აზარტში რომ მის გარშემო ხალხი შეიკრიბა.
უეცრად ხალხს ერთი ბიჭი გამოეყო და მარისთან ცეკვა დაიწყო. წყვილმა კარგად აუწყო ერთმანეთს. მუსიკა რომ შეწყდა, მათ ერთმანეთი გაიცნეს.
-რა გქვია?-ჰკითხა ბიჭმა
-მარი, შენ?
-მე გიო. ასე კარგად სად ისწავლე ცეკვა?
-არსად, უბრალოდ მიყვარს ცეკვა. შენ?
-გინდა იცოდე?
-რატომაც არა?
- გიომ მარის ხელში თეთრი ფხვნილის პატარა პაკეტი ჩაუდო.
ეს ნარკოტიკი იყო. იმ დღიდან მარი ნარკოტიკმა ცოდვის ჭაობში ჩაითრია. რაც დრო გადიოდა, მით უფრო დიდი იყო მისი ლტოლვა ამ სენისადმი. გიომ მარი თავის მონად აქცია. რადგანაც წამალს უფასოდ აღარ აძლევდა ამიტომაც იყო, რომ მარის სახლიდან უკვე ნივთები ქრებოდა. დედ-მამა მის დანახვაზე ცრემლებს ვერ იკავებდა, მაგრამ ვერაფერს შველიდნენ. ბოლოს გადაწყვიტეს იკასთვის ეთხოვათ დახმარება.
იკა ჯერ კიდევ მდგომარეობიდან არ გამოსულიყო. მარის ამბავმა მას თავზარი დასცა. კარგად იცოდა ეს ყველაფერი სადამდე მიიყვანდა გოგოს, რადგან ბევრი მისი მეგობარი შეეწირა ამ სენს. გაახსენდა თუ როგორ დაკარგა მან ნიკა, თაკო, ნინი, ზურა, რეზო… სია საკმაოდ გრძელი იყო. უცბად მან წარმოიდგინა მათ რიცხვში მარი-მისი ერთადერთი სიყვარული, გული ტკივილისგან შეეკუმშა. იკამ გააწყვიტა ეხსნა იგი მომავალი უბედურებისგან.
იმ დროს, როდესაც იკა მარის დაეძებდა, მარი მშობლების სახლს ტოვებდა, რადგან, მათ მისი კლინიკაში წაყვანა სურდათ. აღელვებული გაიქცა გიოს სახლისკენ, სადაც გიო ბათუმისკენ გასამგზავებლად ემზადებოდა. მან მარის წაყოლა შესთავაზა. ისიც, დასთანხმდა.
იკა ქუჩა-ქუჩა ეძებდა მარის და მისი ფიქრი ვინმე გიოსაც დასტრიალებდა-შეყვარებულის მშობლებმა საუბარში რომ ახსენეს.
უბანში უთხრეს, რომ გიო ბათუმში გაემგზავრა, მარისთან ერთად. არც იკამ დააყოვნა.
დილიდან მარის ძიებაში იყო, მოირა ბულვარი, დაიარა კლუბები, სასტუმროები, საღამოს კი დაღლილი უკანასკნელ-შეუმოწმებელ კლუბს მიაშურა. მაგიდასთან იჯდა და კოქტეილს სვამდა, თან დარბაზის შუაგულში მოცეკვავე ახალგაზრდებს ათვალიერებდა. უცებ, მათში ნაცნობი სახე გაარჩია-ეს მარი იყო, მის გვერდით კი-ალბათ გიო, ისინი თავდავიწყებით ცეკვავდნენ. გამწარებული იკა დარბაზისკენ გაემართა და გიოს პირდაპირ სახეში დაარტყა . გიო უგონოდ დაეცა. შემდეგ მარის შეხედა, რომლის თვალებში მხოლოდ სიცარიელე დაინახა, ადრე კი ეს თვალები სიყვარულით უმზერდნენ. იკამ მარის სახეზე ხელი შეახო:
-მარი, ვერ მიცანი? ეს მე ვარ, შენი სიყვარული.
-მარი დუმდა.
-იკამ შეკითხვა გაუმეორა.
-პასუხად, ისევ დუმილი.
- მარის კოცნა დააპირა, მაგრამ, გოგომ მოიშორა და გაიქცა. იკა დაედევნა, მაგრამ, ვეღარსად იპოვნა. გულდამწარმა და უიმედომ დარდი სასმელში ჩაიხრჩო. შეყვარებული გულები ერთმანეთს დაშორდნენ. იკა გალოთდა, მარი განარკომანდა. ნარკოტიკმა მათი სიყვარული დაანგრია. ისინი ბათუმში რჩებოდნენ, მაგრამ, მათი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. დარდისაგან და ნერვიულობისგან მარის მშობლები გარდაიცვალენ.
გავიდა ორი თვე. ერთ საღამოს იკა ჩვეულებრივ ბარში იჯდა და სვამდა. სმა რომ დაამთავრა იქით გაემართა სადაც ხალხი იყო მოგროვილი. მიუახლოვდა და მოცეკვავე გოგო დაინახა. უცებ მათ ერთმანეთს შეხედეს, დიდიხანს უყურებდნენ თვალებში, მაგრამ, ვეღარ იხსენებდნენ მათ სიყვარულს რომელიც მზესავით მბზინვარე და ვარსკვლავივით მოკაშკაშე იყო. შესაშური სიყვარული ნაფლეთებად იქცა. მოულოდნელად მათი საყვარელი სიმღერა ჩაირთო- “არ იტირო”ამ მუსიკის გაგონებაზე ორივე მობრუნდა ერთმანრთს შეხედეს და ცრემლები წამოუვიდათ.
-მარი
-იკა
-ჩემო სიყვარულო,ჩემო სიცოცხლე,არ იტირო
-არა არ ვიტირებ.
ისინი ერთმანეთს ჩაეკვრნენ,აკოცეს და ყველაფერი გაახსენდათ. სიმღერა თავისი ნელი ტემპით მიდიოდა.შეყვარებულები კი იდგნენ ჩახუტებულები კლუბის ცენტრში და ერთმანეთს კოცნიდნენ.
გიორგი მაისურაძე

ფორუმში შესვლა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ძებნა
ჩათი

 


სტატისტიკა

| Copyright MyCorp © 2024 | |