სამშაბათი, 2026-08-11, 9:43 AM
Main
Registration
Login
clubgio
Welcome სტუმარო | RSS
საიტის ნავიგაცია
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
მონაწილეთა რაოდენობა: 146
Main » 2008 » ივნისი » 19
ოთახში საწოლზე ვიწექი და ფიქრებს მივცემოდი. შენ თავისუფალი ხარ ვეუბნებოდი ჩემს თავს. აღარ მოგიწევს დილაუთენია სკოლაში წასვლა, უკან დაბრუნებულს კი გაკვეთილების მეცადინეობა. დაიწყო სანატრელი არდადეგები დატკბი თავისუფლებით. ამიერიდან სამი თვის განმავლობაში შეგიძლია გააკეთო ის რაც გინდა, თუნდაც ახლა დაიძინე განა ვინმე დაგიშლის? და ადრინდელივით ყვირილს დაგიწყებს “ადექი რა დროს ძილია წადი გაკვეთილები იმეცადინეო?”არა ახლა შენ ამას არავინ გეტყვის.
გავიფიქრე ეს და დასაძინებლად მოვეწყვე, ის-ის იყო ჩამთვლიმა რომ ზედა სართულიდან ბურღის ხმა მომესმა. მალე მას ჩაქუჩის კაკუნიც დაემატა.
როგორც ჩანდა ბინა რომელშიც ადრე ბერიძეები ცხოვრობდნენ გაყიდულიყო, ახალ მეპატრონეს კი რემონტი დაეწყო. მაგრამ რაღა ახლა? როცა ხელს არაფერი მიშლიდა მშვიდი ძილისთვის. არა, მაინც რა დავაშავე ასეთი? თავზე ბალიში დავიდე მაგრამ ხმაურმა იქაც შემოაღწია. რამდენიმე წუთი ასე ვიწვალე, ბოლოს კი მივხვდი რომ ძილი არ მეღირსებოდა.
გაბრაზებულმა ეზოსკენ გავწიე, რათა მეგობრები მენახა. კიბეზე ჩასვლა დამეზარა ამიტომ ლიფტი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1911 | დაამატა: crazygio | თარიღი: 2008-06-19 | კომენტარი (9)

გაჩერებაზე ვიდექი. ცა იღრუბლებოდა, მე კი ავტობუსს ველოდებოდი. სულ მალე ჩემს ხელს წვიმის უფერული წვეთი დაეცა. ცოტა ხანში კი ნაცრისფერი ასფალტი ისეთივე უფერული წვეთებით დაიფარა და შავად ალაპლაპდა. ზოგმა ქოლგა გაშალა, ზოგმაც ახლომდებარე მაღაზიას შეაფარა თავი. მე კი არც ქოლგა მქონდა და რატომღაც არც სადმე თავის შეფარებისთვის მიფიქრია. ორიოდე წუთში კი ქოლგიანებიც თვალს მიეფარნენ. დარწმუნებული ვიყავი რომ წვიმის სურნელით გაჟღენთილ ქუჩაში მხოლოდ მე ვიდექი, მაგრამ გვერდზე რომ მივიხედე მივხვდი რომ ეს ასე არ იყო. ჩემს გვერდით ერთი ფერდაკარგული გოგონა იდგა. ასე 15,16 წლისა იქნებოდა. აქამდე შემეძლო დამეფიცა რომ იქ არავინ იყო, მაგრამ არც ის ვიცი საიდან გაჩნდა ეს გოგო, გოგო რომელსაც თავი ჩაეღუნა და რაღაცაზე ფიქრობდა. რომ შეგეხედათ გეგონებოდათ ის ჩვენს სამყაროს არ განეკუთნებოდაო. ჩაცმულობითაც განსხვავდებოდა. ფეხზე შავი წვეტიანი ფეხსაცმელები ეცვა, მუხლებს ყავისფერი ქვედაბოლო უფარავდა, ტანზე კი თეთრი ბლუზა ემოსა. გამიკვარდა რადგან წესით დღევანდელ თინეიჯერს ჯინსები და კედები უნდა ცმოდა. გოგონას თმები და მ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1501 | დაამატა: crazygio | თარიღი: 2008-06-19 | კომენტარი (1)

ფორუმში შესვლა
 კალენდარი
«  ივნისი 2008  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ძებნა
ფორუმის წესები

 



| Copyright MyCorp © 2026 | |