სოფლის მჭედელი ეუბნება მოწაფეს:- ონისევ! ახლა ცეცხლიდან გავარვარებულ ნალს ამოვიღებ და თავს როგორც კი დაგიქნევ, მაშინვე ურო გამოაქანე.ასე უეცრად გახდა ახალბედა მოწაფე სოფლის მჭედელი. ციკლოპს "გეპეის" სტუდენტი მიჰყავს შესაჭმელად, გზაზე მეორე ციკლოპი შემოხვდება და ეუბნება: –არ მიქარო და სუპად არ გააკეთო, თორემ გუშინწინ ერთმა, სანამ მოიხარშებოდა ქვაბში 5 კილო კარტოფილი შემიჭამა.
ძვირფასო,–მიმართავს ცოლი ქმარს,–ჩემი აზრით კიტრის ნიღაბი ძალიან მშველის. შენ როგორ ფიქრობ? –ცხადია, გშველის,–პასუხობს ქმარი და ამატებს,–ოღონდ არ მესმის, რატომ იხსნი.
ორი თანამშრომელი საუბრობს: –გამოიცანი, რამდენი კაცია საჭირო ტარაკნის დასაჭერად? –არ ვიცი... –ხუთი, რეგვენო! –ეგ ვითომ, რატომ? –აი, ნახე: ერთი კაცი ტარაკანას "შკაფის ქვეშ მოიმწყვდევს, დანარჩენი ოთხი კი "შკაფს" ფეხებს მოამტვრევს...
