| crazygio |
დრო: ხუთშაბათი, 2008-07-03, 2:39 PM | მესიჯი # 1 |
Admin
ჯგუფი:Administrators
მესიჯები: 259
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline |
ენტონი კიდისი ზედმეტსახელი : Antwan The Swan, AK, Tony. სიმაღლე : 177 სმ. წონა: 70 კგ. ენტონი კიდისი დაიბადა St. Mary's Hospital, Lowell, Grand Rapids, Michigan, USA-ში 1962 წლის 2 ნოემბერს. ენტონის მამა არის Jack Kiedis, რომელიც ასევე ცნობილია Head Honcho-ისა და Blackie Dammet-ის სახელით. იგი არის Red Hot Chili Peppers-ის ფანკლუბის პრეზიდენტი… მან სახელი შეიცვალა მაშინ, როცა პირველად დაიწყო მსახიობობა. მან თავისი სახელი აიღო ცნობილი მწერლის Daschiell Hammett-ისგან. ენტონის დედაა Margaret Idema, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Peggy. ენტონის ყავს ორი და: Julie და Jen, პატარა ძმა - James, ასევე დისშვილი Jackson Diego. ენტონის მშობლები დაქორწინდნენ 1960 წლის 2 ივლისს და დაშორდნენ მაშინ, როცა ტონი იყო 6 წლის (1968-ში). შემდეგ პატარა ენტონი დედასთან ცხოვრობდა, სანამ 11 წლის არ გახდა & მამასთან ერთად ლოს ანჯელესში არ გადაბარგდა. მანამდე ენტონი ფლორიდაში ცხოვრობდა დედასთან ერთად, მამა კი მოგზაურობდა როგორც ამერიკაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ... იგი შვილს წერილებს წერდა & ასე ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. ბლეკი ისევე როგორც პეჯი (ტონის დედა) ჰიპი იყო... ძალიან იყო გატაცებული & ჰიპი მეგობრები ყავდა. 11 წლის ტონი კი როცა მამასთან ერთად ცხოვრობდა, მას შეხება ჰქონდა ბლეკის ჰიპ მეგობრებთან... მათ ბავშვი სხვა ოთახში გაყავდათ & ამასობაში ნარკოტიკებს ამზადებდნენ.. პატარა ენტონი ყოველთვის კითხულობდა, რატომ არ შეიძლებოდა ოთახში შესვლა, მაგრამ ამას არავინ უხსნიდა, სანამ თვითონ არ გაარკვია ბლეკიმ უდიდესი გავლენა მოახდინა შვილზე… მას უნდოდა, რომ ბიჭი ვაჟკაცურად აღეზარდა, ოცნებობდა, რომ ტონი შეხვედროდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგოებს…. ტონის დაბადების დღისთვის, (როდესაც იგი 12-ის ხდებოდა, ანუ 1974 წლის 2 ნოემბერს), ბლეკიმ ისე მოაწყო რომ შვილი თავის ყოფილ წითურ გერლFრენდს, (რომელიც ასევე ჰიპი იყო) Kimberley Smith-ს შეახვედრა და მერე რაც მოხდა, ეგ უკვე თავად მიხვდით ასევე მამიკოს წყალობით, 12 წლის ენტონიმ უკვე იცოდა, რა იყო კოკაინი & ჰეროინი… ბლეკიმ გადაწყვიტა, შვილი მსახიობი უნდა გამიხდესო & 1978 წლის 13 აპრილს პატარა ტონიმ პირველად ითამაშა ფილმში… ეს გახლდათ F.I.S.T. სადაც იგი სილვესტერ სტალონეს შვილის როლს ასრულებს… შემდეგაც თამაშობს სხვადასხვა ფილმებში The Chase (4-Mar-1994) Point Break (12-Jul-1991) Less Than Zero (Nov-1987) Tough Guys (3-Oct-1986), Back to The Future II (1989), Thrashin' (1985), Born to Run (1993), Less Than Zero (1987), Back to The Future III (1990), & Wayne's world (1991).. The Chase-ში იგი Fლისთან ერთად თამაშობს… ასევე უთამაშია სხვადასხვა სერიალებში ეპიზოდური როლები: "Beverly Hills, 90210" (1990), "Leading From the Heart" (episode # 2.11) 10/10/1991 "Who's Watching the Kids" (1978)” (ამ სერიალებიდან მე მხოლოდ “ბევერლი ჰილს”-ში მყავს ნანახი). ენტონიმ 1977-ში დაიწყო “FairFax” სკოლაში სწავლა. იგი ყოველთვის ეხმარებოდა იმ მოწაფეებს, რომლებსაც ჩაგრავდნენ სკოლელები სხვადასხვა მიზეზების გამო. ერთხელაც იგი ასე მაიკლ ბალზარს გამოექომაგა & იხსნა განსაცდელისგან… ამის მერე ისინი დამეგობრდნენ, სწორედ ამ პერიოდში შეერქვა მაიკლს მეტსახელი “Fლი”. ენტონი & Fლი ყველაზე ცელქი & ხმაურიანი დუეტი იყო არა მარტო სკოლაში, არამედ მთელს ლოს ანჯელესში… მათ Fეირფაქსის კედლები აკლებული ჰქონდათ & ხალხს უწესო საქციელით დაამახსოვრეს თავი… ლეგენდები გახდნენ… ალბათ ადრეც ვთქვი, რომ ისინი გართობის მიზნიტ შენობის სახურავებიდან ხტებოდნენ აუზში & ერთხელაც ტონიმ ხერხემალი დაიზიანა (მაშინ იგი 16 წლის იყო…). ეს “თავზეხელაღებული” ახალგაზრდები მალევე შეუერთდნენ FairFax-ის მეორე დუეტს - ჰილელ სლოვაკს & ჯეკ აირონსს.. მათ ერთად შექმნეს “Los Faces”. მანამდე ჰილელს, ჯეკს & ფლის ჰქონდათ მუს-ბენდი Anthem. ტონის იმ პერიოდში უცნაური რამ გადახდა. ინგლისურის მასწავლებელმა (Mrs Vernon) იგი უწესო ქცევისთვის დასაჯა & ლექსების დაწერა დაავალა, ენტონიმ მეტად სასაცილო ლექსები მიუძღვნა შეყვარებულს & ამის მერე აღმოაჩინა, რომ მას ამაში უდიდესი ნიჭი ჰქონდა… იმ პერიოდში “Los Faces” ფაქტიურად ენტონის კისერზე იყო.. სკოლის მეგობრები ყალთაბანდობის & მუსიკის მოსმენის მეტს არაფერს აკეთებდნენ. ეცნობოდნენ & სწავლობდნენ Stevie Wonder, Lou Reed, Sly Stone, Bob Marley, Jimi Hendrix, Iggy Pop, Led Zeppelin, Defunkt და ა.შ. ფლის & ტონის პირველი სიმღერა იყო Out in Los Angeles… ისინი მთელი ღამე წერდნენ სიმღერას, დილამდე უნდა მოესწროთ, სანამ ჰილელი ადგებოდა… შემდეგ ისინი ასრულებდნენ ამ სიმღერას ყველასთვის, ვინც 1 დოლარს გადაიხდიდა ან უბრალოდ მათთვის, ვინც მოისმენდა… ამ პერიოდში ენტონის შეერქვა მეტსახელი Antwan The Swan & მან მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი Tony Flow and the Miraculously Majestic Masters of Mayhem. ენტონი იხსენებს, რომ ჰილელმა ერთ საღამოს თავისთან, სახლში დაპატიჟა & ერთი დღე აღმოჩნდა საკმარისი იმის გასაგებად, რომ ისინი საუკეთესო მეგობრები იქნებოდნენ მუდამ და ყოველთვის… გაგრძელება იქნება.....
დაწერეთ თქვენთვის სასურველი შეხვედრის დღე დრო და საათი თავისუფალი თემის ოთახ "შეკრებებში". |
| |
| |
| crazygio |
დრო: ხუთშაბათი, 2008-07-03, 2:39 PM | მესიჯი # 2 |
Admin
ჯგუფი:Administrators
მესიჯები: 259
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline |
მინდა გავიხსენო 1984 წლის გაზაფხული, როცა ენტონი & მისი ბარიგა მარიო ერთად წავიდნენ საშოვარზე ენტონი იხსენებს რომ მარიო იყო ყველაზე ამოუცნობი ადამიანი მთელ მსოფლიოში, მისგან ვერასდროს გაიგებდით, როდის ამბობდა სიმართლეს & როდის ტყუოდა... ისინი ხშირად ერთად ამზადებდნენ ხოლმე ნარკოტიკს... ენტონიმ მას ბოლო 40 დოლარი მისცა, რომ კოკაინი მოეტანა... ამასობაში იგი შენობის გარეთ იდგა & ელოდებოდა მარიოს გამოჩენას.. მას Fლის ნაჩუქარი ჟაკეტი ეცვა & ამაზე ღირებული არაფერი გააჩნდა იმ წამს ცხოვრებაში.. ტონი საშინელ ლომკებში იყო & თუ არ გაიკეთებდა, კონცერტზე ვერ გავიდოდა (ზუსტად იმ დღეს წიწაკებს კონცერტი ჰქონდათ). არადა კიდისი სიცოცხლეს სწირავდა, ყოველ წამს შეიძლებოდა ვინმე გამოჩენილიყო & მოეკლა იგი ამ დროს მარიო გამოჩნდა, რომელსაც უკან მტელი ბრბო მოსდევდა... ენტონი გაიქცა, თან მანქანის გასაღებიც დაკარგა... მოკლედ, იმ დღეს ძლივს გადაურჩა ამ ფარყვნილ ხალხს .
დაწერეთ თქვენთვის სასურველი შეხვედრის დღე დრო და საათი თავისუფალი თემის ოთახ "შეკრებებში". |
| |
| |
| Maddy |
დრო: ხუთშაბათი, 2008-07-03, 4:40 PM | მესიჯი # 3 |
კლუბის მენეჯერი
ჯგუფი:Moderators
მესიჯები: 123
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline |
sheidzlebaa tbilishi chamovidneeeeeeeeeeeeeeen ძაალიან ლამაზი სიმღერაა.... ჯონის სოლო შემოქმედებიდან რათქმაუნდა... John Frusciante - Mascara მაგრად მიყვარს რა ეს სურათი.... 1999-2000 წლისაა... მაგ დროს დავიწყე მე ამათი მოსმენა..... ...& I Have The Greatest Respect & Love Of Them...[
just give me that smile:) |
| |
| |