რადიო ჩემი უსაყვარლესი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებაა ნადმვილად. გარდა ამისა, ჩემი სპეციალობაც ხიომ ტელერადიოჟურნალისტიკაა. რადიოსიუჟეტებს მეც ვამზადებ და ვიმედოვნებ, ოდესმე საკუთარი რადიოსადგური მექნება, ლიტერატურულ-მუსიკალურ-შემეცნებითი და არა ისეთი, დღესდღეობით რომ არის საქართველოში, მარტო მესიჯებზე და მუსიკაზე გაკეთებული. ჩემი საყვარელი რადიო მწვანე ტალღაა, რადიო იმედსაც არაუშავს, ყველაზე საინტერესო და გემოვნებიანი მაინც რადიო თავისუფლებაა, რომელიც დღის განმავლობაში რამდენჯერმე ერთვება ხოლმე სხვადასხვა რადიოებს. სხვათაშორის, საზოგადოებრივი რადიოს მოსმენაც შეიძლება, ზოგჯერ ძალიან საინტერესო რადიოდადგმებია ხოლმე.
მე მაინც მჯერა, რომ რადიოს ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვს სათქმელი და ჩვენ გავაცოცხლებთ, მომავალი ჟურნალისტები და ყურადღებიანი, მოაზროვნე მსმენელები. იმიტომ, რომ რადიოს უნდა უსმინო, იაზროვნო და წარმოიდგინო, სწორედ ამით ჯობია ის ტელევიზიას, სადაც ყველაფერს დაღეჭილს გაძლევენ და გაზომბირებენ.